Wednesday, April 14, 2010

სასწავლო პროექტი


1. პროექტის სახელი: ღირს თუ არა კომპიუტერით სწავლება პირველი კლასიდან?
2. პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები ირჩევენ ალტერნატიულ გზას ინფორმაციის შესაგროვებლად.
3. პროექტის სრული აღწერა: ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა განათლების რეფორმები.პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, პირველი კლასიდანვე კომპიუტერით სწავლების შესახებ,აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჩვენი მიზანი იყო გაგვეგო პრეზიდენტის განცხადების შესახებ ჩვენი სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების აზრები, ამიტომ კლასი გავყავი ჯგუფებად, თითოეულმა ჯგუფმა თავად აირჩია შესასრულებელი დავალება. დავყავი სამ ჯგუფად, ერთი ჯგუფი ირჩევს იმფორმაციის შეგროვებას მშობლებიდან. მეორე ჯგუფი–დაწყებითი კლასების მასწავლებლებიდან, მესამე ჯგუფი–თანატოლებიდან. ამისათვის წინასწარ შედგენილი უნდა ჰქონდეთ სათანადო კითხვები.შემდეგ თითოეული ჯგუფი წარმოადგენს მოპოვებული ინფორმაციებისაგან შედგენილ მოხსენებას.ამ მოხსენების პრეზენტაციას ახდენენ ჯგუფის წარმომადგენლები. ამის შემდეგ ერთობლივად მიმდინარეობს მსჯელობა მიღებული შედეგების შესახებ,კეთდება შესაბამისი დასკვნები. მოპოვებული ინფორმაციების წარმოდგენა მოხდება დიაგრამების სახით.
4.მონაწილეთა ასაკი: 12 წლის
5.ხანგრძლივობა: 10 დღე.
6.პროექტის აქტივობები კლასში: კვლევა, პრეზენტაცია, ისტ–ის გამოყენება.
7.მოსალოდნელი შედეგები: საზოგადოებაში მოპოვებული მონაცემების მიხედვით მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების განვითარება.
8.სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები ეჩვევიან ისტ–ის გამოყენებას,ისწავლიან საინტერესო ინფორმაციების მოპოვებას საგაკვეთილო პროცესისთვის.
9.სამუშაო ენა;ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ მყავს.
11.საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა.
პროექტის ფასილიტატორი:ნანა ჯაგუნავა
12.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:nanajagunava@gmail.com